Friday, January 18, 2013


ფოტო:ზიგმუნდ ფროიდი
ეგონ შილი-”ქალი და მამაკაცი

ბავშვის დინამიური განვითარების თეორია 
ფსიქოანალიზში

ერთერთ ძველ წიგნში, რომელიც ფსიქოანალიზს ეხება, მოყვანილია შოპენჰაუერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ადამიანის სული მჭიდრო კვანძია, რომლის გახსნაც შეუძლებელია. ზიგმუნდ ფროიდი პირველი მეცნიერია, რომელმაც ამ კვანძის გახსნა სცადა.
ფსიქოანალიზი მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბდა, მაგრამ მაშინვე ფსიქოლოგიური ფაქტების მიღების საშუალებად იქნა აღქმული და ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის საფუძვლად გადაიქცა.
პაციენტების თავისუფალი ასოციაციების ანალიზმა ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ზრდასრული პიროვნების ავადმყოფობები ბავშვობის განცდებზე დაიყვანება. ფროიდის მიხედვით ბავშვურ განცდებს სექსუალური ბუნება გააჩნიათ. ეს დედის ან მამის მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობაა, ეჭვიანობაა ძმის ან დის მიმართ და ა.შ. ფროიდი თვლიდა, რომ ამგვარი გამოცდილება გაუცნობიერებელ გავლენას ახდენს მოზრდილი ადამიანის შემდგომ ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის მეთოდი მოზრდილ ცდის პირებზე მუშავდებოდა და ბავშვების გამოკვლევისათვის მნიშვნელოვან სრულყოფას მოითხოვდა, ფროიდის მიერ მიღებული მონაცემები პიროვნების განვითარებაში ბავშვური გამოცდილების განმსაზღვრელ როლზე მიუთითებდნენ. გამოკვლევების ჩატარებისას ფროიდი განცვიფრებული იყო პაციენტების უუნარობით გაეგოთ თავიანთი მოგონებების, თავისუფალი ასოციაციებისა და სიზმრების მნიშვნელობა. იმას, რაც ნათელი იყო თავად ფროიდისათვის, პაციენტები კატეგორიულად უარყოფდნენ. პაციენტები ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ კოორდინატთა ერთ სისტემაში, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების მეორე პლასტს – არაცნობიერის დონეს – მათი ქცევის უკიდურესად მნიშვნელოვან დეტერმინანტს, ისინი როგორც არარსებულს ისე უარყოფდნენ. მხოლოდ მრავალი ფსიქოანალიტიკური სეანსის შემდეგ ხვდებოდნენ პაციენტები იმის გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ. სწორედ ქცევის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, გაუცნობიერებელი დეტერმინანტები გახდა ფროიდის კვლევის საგანი. ფროიდის მიერ აღმოჩენილი ორი საწყისი – არაცნობიერი და სექსუალური - შეადგენენ ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლის კონცეფციას. კვლევის საწყის ეტაპზე ფროიდი ფსიქიკურ ცხოვრებას არაცნობიერის, ცნობიერებამდელის და ცნობიერის სფეროებად ჰყოფდა. ის ქცევისთვის მოტივაციური ძალის მიმნიჭებელი ინსტიქტური მუხტის წყაროდ სექსუალური ენერგიით გაჯერებულ არაცნობიერს თვლიდა. ფროიდმა მას ..ლიბიდო” უწოდა. ეს სფერო საზოგადოების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ცნობიერებისთვის დახურულია. ცნობიერებამდელ სფეროში ფსიქიკური განცდები და სახეებია თავმოყრილი, რომლებიც შემეცნების საგნებად ადვილად შეიძლება გადაიქცნენ. ცნობიერება პასიურად კი არ ასახავს არაცნობიერ სფეროში არსებულ პროცესებს, არამედ მუდმივი ანტაგონიზმის, სექსუალური ლტოლვის ჩახშობის აუცილებლობით გამოწვეული კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება მათთან. თავდაპირველად სწორედ ამ სქემით აიხსნებოდა ნევროტიკების ქცევის ანალიზის შედეგად მიღებული კლინიკური ფაქტები.
მოგვიანებით შრომებში, ,,მე”, ,,იგი”, და ,,სიამოვნების მეორე მხარე” ფროიდმა ადამიანის პიროვნების სხვაგვარი მოდელი შემოგვთავაზა. ის ამტკიცებდა, რომ პიროვნება სამი ძირითად კომპონენტისაგან შედგება: ,,იგი”, ,,მე” და ,,ზე-მე”. ,,იგი” ინსტიქტების მატარებელი უმარტივესი კომპონენტი - ,,ლტოლვათა მოთუხთუხე ქვაბია”. ,,იგი” - ირაციონალური და არაცნობიერია და ემორჩილება სიამოვნების პრინციპს. ,,მე” ინსტანცია - რეალობის პრინციპს ემორჩილება და გარემომცველი სამყაროს პრინციპებს, თვისებებსა და თანაფარდობებს ითვალისწინებს. ,,ზე-მე” - მორალური ნორმების მატარებელია და პიროვნების კრიტიკოსისა და ცენზორის როლს ასრულებს. თუ ,,მე” ,,იგი”-ს სასარგებლო, მაგრამ ,,ზე-მეს”-ს არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ის (,,მე”) ისჯება დანაშაულის გრძნობის განიცდით სინდისის ქეჯნის სახით. რადგანაც ,,იგი”-ს, ,,ზე-მე”-ს და რეალობის მოთხოვნები ,,მე”-ს მიმართ შეუთავსებელია, ,,მე”-ს ყოფნა კონფლიქტის სიტუაციაში გარდაუვალია, რაც აუტანელ დაძაბულობას ქმნის და პიროვნება თავის დაცვას ცდილობს სპეციალური ,,დამცველი მექანიზმებით” ისეთებით მაგ., როგორებიცაა გამოდევნა, პროექცია, რეგრესია, სუბლიმაცია. გამოდევნა ცნობიერებიდან გრძნობების, აზრების და მოქმედების მისწრაფების არათავისთავად ჩამოშორებას ნიშნავს. პროექცია სხვა პიროვნებაზე საკუთარი სიყვარულის ან სიძულვილის აფექტური განცდების გადატანაა. რეგრესია აზროვნების ან ქცევის უფრო პრიმიტიულ დონეზე ჩამოქვეითებაა. სუბლიმაცია ერთ-ერთი მექანიზმია, რომლის საშუალებითაც აკრძალული სექსუალური ენერგიის გადატანა ხდება ინდივიდისთვის და მისი გარემომცველი საზოგადოებისთვის მისაღებ ქცევის ფორმებში.
ფროიდის მიხედვით პიროვნება ურთიერთაღმძვრელი და ურთიერთ შემაკავებელი ძალების ურთიერთქმედებაა. ფსიქოანალიზი სწავლობს ამ ძალების ბუნებას და იმ სტრუქტურას, რომლის შესაბამისადაც ეს რეციპროკნული ურთიერთქმედებები ხორციელდება. პიროვნების დინამიკა ინსტიქტების მოქმედებით განისაზღვრება. ისინი ოთხი კომპონენტისაგან შედგება: 1) განზრახვა; 2) მიზანი, ანუ მიღწეული დაკმაყოფილება; 3) ობიექტი, რომლის საშუალებითაც შეიძლება მიზანი მიღწეული იქნას; 4) წყარო, რომელშიც განზრახვა იბადება; საკმარისია ამ ჯაჭვიდან რთი რომლიმე რგოლის ამოვარდნა და პიროვნების ნებელობითი აქტი განუხორციელებელი რჩება, რაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობის წარმომშობი ძლიერი ფაქტორია.
პიროვნების განვითარების შესახებ ფსიქოანალიზის ერთ-ერთი უმთავრესი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადი ადამიანური მოტივი სექსუალორობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდს სექსუალორობა ძალიან ფართო გაგებით ესმოდა. მისი გაგებით სექსუალურობა ის ყველაფერია, რასაც სხეულებრივი სიამოვნება მოაქვს. პატარა ბავშვისთვის ეს ალერსი, შეხება, მოფერება, მოხვევა, კოცნა, წოვისგან მიღებული სიამოვნება, სწორი ნაწლავის დაცლა, თბილი აბაზანის მიღება და ბევრი სხვა რამაა, რომელთა გარეშეც სიცოცხლე შუძლებელია და რომლებსაც ყოველი ჩვილი ამა თუ იმ დოზით მუდმივად იღებს დედისაგან.
ბავშვობაში სექსუალური გრძნობები ძალიან ზოგადი და დიფუზურია. ინფანტილური სექსუალურობა მოზრდილთა სექსუალურობის წინამორბედია, მაგრამ არასდროს სრულად არ განსაზღვრავს მოზრდილის სექსუალურ განცდებს. სექსუალურ ლტოლვა ფროიდის მიხედვით ამბივალენტური ხასიათისაა. არსებობს სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტიქტები, შესაბამისად პიროვნებისთვის კონსტრუქტიული და დესტრუქტიული ტენდენციები თავიდანვე დამახასიათებელია. ფსიქიკის სექსუალური თეორიის შესაბამისად ფროიდს ადამიანის ფსიქიკური განვითარების ყველა სტადია სექსუალური ანუ ლიბიდოზური ენერგიის სხვადასხვა ეროგენულ ზონებზე გადაადგილების და გარდაქმნის სტადიებზე დაჰყავს.
ეროგენული ზონები სტიმულისადმი მგრძნობიარე სხეულის ნაწილებია და თუ ისინი სტიმულირებულია იწვევენ ლიბიდოზური გრძნობების დაკმაყოფილებას. ყოველ სტადიას თავისი ლიბიდოზური ზონა შეესაბამება, რომელთა აგზნება ლიბიდოზურ სიამოვნებას ქმნის. ამ ზონების გადაადგილება ფსიქიკური განვითარების სტადიების თანმიმდევრობას ქმნის. ამრიგად, ფსიქოანალიტიკური სტადიები - ფსიქიკური გენეზის სტადიებია ბავშვის ცხოვრების განმავლობაში. მათში ასახულია ,,იგი”-ს, ,,მე”ს და ,,ზე-მე”-ს განვითარება და ურთიერთგავლენა.
ორალური სტადია (0-1 წელი). ორალური სტადია იმით ხასიათდება, რომ სიამოვნების და შესაბამისად პოტენციური ფრუსტრაციის ძირითადი წყარო კვებასთან დაკავშირებულ აქტიობის ზონაზეა კონცენტრირებული. ორალური სტადია ორი ფაზისგან შედგება – ადრეული და გვიანდელი, რომლებიც ცხოვრების პირველ და მეორე ნახევარწლებს მოიცავენ. ის ხასიათდება ორი თანმიმდევრული ლიბიდოზური მოქმედებით (წოვა და კბენა). ამ სტადიაზე წამყვანი ეროგენული ზონა პირია - კვების, წოვის და საგნების პირველადი კვლევის იარაღი. ფროიდის მიხედვით წოვა ბავშვის სექსუალური გამოვლინების ტიპია. ჩვილს, რომ საკუთარი განცდების გამოხატვა შეეძლოს ის იტყოდა, რომ ,,დედის ძუძუს წოვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში”.
თავდაპირველად წოვა საკვებით ტკბობასთანაა დაკავშირებული. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ წოვა ლიბიდოზურ მოქმედებად იქცევა, რომლის საფუძველზედაც ხდება ,,იგი”-ს ინსტიქტების დამაგრება. ბავშვი ხანდახან საკვების არარსებობის შემთხვევაშიც წოვს მაგ., თავის ცერა თითს. სიამოვნების ეს ტიპი ფროიდის სწავლებაში სექსუალურ სიამოვნებას ემთხვევა და თავისი დაკმაყოფილების საგანს საკუთარი სხეულის სტიმულირებაში პოულობს. ამიტომ ამ სტადიას ის ავტოეროტიულს უწოდებს. ფროიდი თვლიდა, რომ სიცოცხლის პირველ 6 თვეში ბავშვი თავის შეგრძნებებს ვერ გამოჰყოფს მათი გამომწვევი ობიექტისაგან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვის სამყაროში ობიექტები არ არსებობს. ბავშვი ცხოვრობს პირველყოფილი ნარცისიზმის მდგომარეობაში და სამყაროში სხვა ობიექტების არსებობას ვერ აცნობიერებს. გლობალური ბაზისული ნარცისული მდგომარეობა ძილია, როდესაც ჩვილი სითბოს გრძნობს და არავითარი ინტერესი არ გააჩნია გარემომცველი სამყაროსადმი. ჩვილობის ასაკის მეორე ფაზაში ბავშვს სხვა (დედის), როგორც მისგან დამოუკიდებელი ობიექტისადმი, ეწყება ინტერესის ფორმირება. შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ბავშვი აფორიაქებულია, როდესაც დედა მიდის ან როდესაც მის ადგილს უცნობი ადამიანი იკავებს.
ფროიდის მიხედვით ადამიანის მუცლად ყოფნის პერიოდი სხვა ცხოველებთან შეფარდებით შემოკლებულია. ქვეყანას ის ნაკლებად მომზადებული ევლინება ვიდრე სხვა ცხოველები. ამის გამო ძლიერდება რეალური გარე სამყაროს გავლენა, ვითარდება ,,მე”-ს და ,,იგი”-ს დიფერენციაცია, იზრდება საფრთხეები გარემომცველი სამყაროს მხრიდან და განუსაზღვრელად იზრდება იმ ობიექტის მნიშვნელობა, რომელსაც ამ საფრთხეებისაგან მისი დაცვა შეუძლია და თითქოს ჩვილს მუცლადყოფნის დაკარგულ პერიოდს უნაზღაურებს. ეს ობიექტი დედაა. დედასთან ბიოლოგიური კავშირი იწვევს იმის მოთხოვნილებას, რომ უყვარდეთ, რაც შემდგომში არასდროს არ ტოვებს ადამიანს. ცხადია, დედას პირველივე მოთხოვნაზე არ შეუძლია ჩვილის ყველა სურვილის დაკმაყოფილება. ყველაზე სრულყოფილი მოვლის დროსაც კი შეზღუდვები გარდაუვალია. სწორედ ეს შეზღუდვები წარმოადგენენ ობიექტის დიფერენცირების, გამოყოფის წყაროს. ამრიგად, ფროიდის შეხედულებების მიხედვით, სიცოცხლის დასაწყისში შინაგანსა და გარეგანს შორის განსხვავებულობა მიიღწევა არა ობიექტური რეალობის აღქმით, არამედ სხვა ადამიანის მოქმედებებთან დაკავშირებული სიამოვნებებისა და უსიამოვნებების განცდით.
ორალური სტადიის მეორე ნახევარში კბილების გაჩენასთან ერთად წოვას კბენა ემატება, რაც მოქმედებას აგრესიულ ხასიათს აძლევს და ბავშვის ლიბიდოზურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. დედა ბავშვს მკერდზე კბენის საშუალებას არ აძლევს. ამრიგად სიამოვნებისკენ სწრაფვა რეალობასთან კონფლიქტში მოდის. ფროიდის მიხედვით ახალშობილს ,,მე” არ გააჩნია. ეს ფსიქიკური ინსტანცია თანდათანობით დიფერენცირდება მისი ,,იგი”-სგან. ,,მე” ინსტანცია რალური სამყაროს პირდაპირი გავლენით მოდიფიცირებული ,,იგი”-ს ნაწილია. ,,მე” ინსტანციის ფუნქციონირება დაკავშირებულია პრინციპთან ,,დაკმაყოფილების არ არსებობის დაკმაყოფილება”. როგორც ავღნიშნეთ ბავშვის მიერ გარე სამყაროს საგნების პირველი შეცნობა დედის საშუალებით ხდება. დედის არყოფნის შემთხვევაში ბავშვი განიცდის დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობას და ამის გამო იწყებს დედის ცნობას, გამოყოფას, რადგან დედის არყოფნა მისთვის პირველ რიგში სიამოვნების არქონაა. ამ სტადიაზე ჯერ კიდევ არ არსებობს ,,ზე-მე” ინსტანცია და ბავშვის ,,მე” მუდმივი კონფლიქტის მგომარეობაშია მის ,,იგი”-სთან. განვითარების ამ სტადიაზე ბავშვის სურვილების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დანაკლისი ერთგვარად ,,ყინავს” ფსიქიკური ენერგიის გარკვეულ ნაწილს, ხდება ,,ლიბიდოს” ფიქსაცია, რაც წინ ეღობება შემდგომ ნორმალურ განვითარებას. ბავშვი, რომელიც ვერ იღებს თავისი ორალური მოთხოვნილებების საკმარის დაკმაყოფილებას, იძულებულია ეძებოს ჩანაცვლება მათი დაკმაყოფილებისთვის და ამის გამო ვერ გადადის გენეტიკური განვითარების შემდგომ სტადიაზე.
ზ.ფროიდის ამ იდეებმა ბიძგი მისცა ბავშვის კრიტიკული პერიოდების შესწავლას, რომელთა განმავლობაში იქმნება ხელსაყრელი პირობები ასაკისათვის დამახასიათებელი გენეტიკური ამოცანების გადასაჭრელად. თუ ეს ამოცანები არ იჭრება მაშინ ბავშვს გაცილებით უძნელდება მომდევნო ასაკობრივი პერიოდების ამოცანების გადაჭრა.
ორალურ სტადიაზე ადამიანის ლიბიდოს ფიქსაციისას ფროიდის აზრით ყალიბდება პიროვნების ზოგიერთი თვისება: გაუმაძღობა, სიხარბე, მომთხოვნელობა, ყოველივეთი უკმაყოფილება. მისი წარმოდგენით უკვე ორალურ სტადიაში ადამიანები იყოფა ოპტიმისტებად და პესიმისტებად.
ანალური სტადია (1-3 წელი), ისევე როგორც ორალური ორი ფაზისაგან შედგება. ამ სტადიაზე ლიბიდო ანუსის ირგვლივაა კონცენტრირებული და სიფაქიზის მიჩვევის პერიოდში ბავშვის ყურადღების ობიექტი ხდება. ეხლა ბავშვის სექსუალურობა თავისი დაკმაყოფილების ობიექტს დეფეკაციის, გამოყოფის ფუნქციების დაუფლებაში პოულობს. აქ ბავშვი მრავალ აკრძალვას აწყდება და ამიტომ გარე სამყარო მისთვის იმ ბარიერის შინაარსს იძენს, რომელიც მან უნდა გადალახოს. შესაბამისად ამ დროს განვითარება კონფლიქტურ ხასიათს იძენს. ამ სტადიაზე ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, რომ ,,მე” ინსტანცია სრულადაა ჩამოყალიბებული და მას შეუძლია ,,იგი”-ს იმპულსების მართვა. ბავშვის ,,მე” ტკობისაკენ მისწრაფებასა და რეალობას შორის წარმოშობილი კონფლიქტების მოგვარებასა და კომპრომისების პოვნას სწავლობს. სოციალური ძალდატანება, მშობლებისაგან დასჯა, მათი სიყვარულის დაკარგვის შიში, აიძულებს ბავშვს გონებაში წარმოიდგინოს, მოახდინოს ზოგიერთი აკრძალვის ინტერიორიზაცია. ასე იწყება ბავშვის ,,მე”-ს ნაწილის - ,,ზე-მე”-ს, ჩამოყალიბება, რომელშიც ძირითადად ავტორიტეტებია წარმოდგენილი, მშობლებისა და იმ მოზრდილი ადამიანების გავლენაა მოცემული, რომლებიც აღმზრდელების რანგში ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ფსიქოანალიტიკოსების აზრით ანალურ სტადიაზე ყალიბდება ხასიათის ისეთი თვისებები, როგორებიცაა: აკურატულობა; სიფაქიზე; პუნქტუალობა; სიჯიუტე; დაფარულობა; აგრესიულობა; დამგროვებლობა; ეკონომიურობა; კოლექციონირებისაკენ მიდრეკილება; ყველა ეს თვისება ბავშვის სხვადასხვაგვარი დამოკიდებულების შედეგია იმ ბუნებრივი, სხეულებრივი პროცესებისადმი, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების მეტყველებამდელ დონეზე, სიფაქიზის მიჩვევის პერიოდში, მისი ყურადღების ობიექტს წარმოადგენდნენ.
ფალიკური სტადია (3-5 წელი) ბავშვური სექსუალურობის უმაღლეს საფეხურს ახასიათებს. წამყვან ეროგენულ ზონებს გენიტალური ორგანოები წარმოადგენენ. ამ სტადიამდე ბავშვური სექსუალურობა აუტოეროტიული იყო, ეხლა კი ის გასაგნდა, ანუ ბავშვები განიცდიან სექსუალურ მიკედლებულობას მოზრდილებისადმი. პირველი ადამიანები, რომლებიც ამ თვალსაზრისით ბავშვის ყურადღებას იქცევენ მშობლებია. საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი ლიბიდოზურ მიკედლებულობას ზ.ფროიდმა ბიჭებისთვის ოიდიპოსის, ხოლო გოგონებისთვის ელექტრას კომლექსი უწოდა და განსაზღვრა ისინი, როგორც საწინააღმდეგოს სქესის მშობლისადმი ბავშვის მოტივაციურ-აფექტური დამოკიდებულება. ბერძნულ მითში მეფე ოიდიპოსზე, რომელმაც მოკლა მამა და ცოლად შეირთო დედა, ფროიდის აზრით ჩადებულია სექსუალური კომლექსის გასაღები: ბიჭები განიცდიან დედისადმი ლტოლვას, აღიქვამენ მამას, როგორც მეტოქეს, რაც ერთდროულად მათში სიძულვილსაც იწვევს და შიშსაც.
ოიდიპოსის კომლექსის გადაჭრა, ანუ კომლექსისაგან გათავისუფლება ფალიკური სტადიის ბოლოს კასტრაციის შიშის გავლენით ხდება, რაც ფროიდის აზრით აიძულებს ბიჭებს უარი თქვან დედისადმი სექსუალურ ლტოლვაზე და მოახდინონ საკუთარი თავის მამასთან იდენტიფიცირება. ამ კომპლექსის გამოძევების საფუძველზე მთლიანად დიფერენცირდება ინსტანცია ,,ზე-მე”. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის ოიდიპოსის კომპლექსის გადალახვა. ამრიგად ფალიკური სტადიის ბოლოს სამივე ფსიქიკური ინსტანცია ჩამოყალიბებულია და მუდმივ კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება ერთმანეთთან. მთავარ როლს ,,მე” ინსტანცია ასრულებს. ის ინახავს წარსულის მოგონებებს, მოქმედებს რეალისტური აზროვნების საფუძველზე. თუმცა ამ ინსტანციას ეხლა ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა: ,,იგი”-ს დამანგრეველი პრინციპებისა და ,,ზე-მე”-ს სიმკაცრის წინააღმდეგ. ამ პირობებში წარმოქმნილი შფოთვის მდგომარეობა ბავშვისთვის სიგნალია, რომელიც აფრთხილებს მას შინაგანი და გარეგანი საფრთხეების თაობაზე. ამ ბრძოლაში ,,მე”-ს დაცვის მექანიზმები გამოდევნა და სუბლიმაცია ხდება. ზ.ფროიდის მიხედვით ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდებო 5 წლამდე სრულდება. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება პიროვნების მთავარი სტრუქტურები. ფროიდის მიხედვით ფალიკური სტადია ხელს უწყობს პიროვნების ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: თვითდაკვირვება; კეთილგონიერება; რაციონალური აზროვნება, მოგვიანებით კი მამაკაცური ქცევის უტრირება გაძლიერებული აგრესიით.
ლატენტური სტადია (5-12 წელი) სქესობრივი ინტერესის დაქვეითებით ხასიათდება. ,,მე” ფსიქიკური ინსტანცია მთლიანად აკონტროლებს ,,იგი”-ს მოთხოვნილებებს. სექსუალური მიზნისგან მოწყვეტილი ლიბიდოს ენერგია მეცნიერებაში და კულტურაში არსებულ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილების ათვისებაზე გადადის, ოჯახური წრის გარეთ თანატოლებთან და მოზრდილებთან მეგობრული ურთიერთობები მყარდება.
გენიტალური სტადია (12-18 წელი) ხასიათდება ბავშვური სექსუალური მისწრაფებების დაბრუნებით. ყველა ყოფილი ეროგენული ზონა ერთიანდება და მოზარდი ზ.ფროიდის აზრით ერთი მიზნისაკენ – ნორმალური სექსუალური ურთიერთობისკენ მიისწრაფის. თუმცა ნორმალური სექსუალური ურთიერთობის განხორციელება შეიძლება გაძნელებული იყოს და მაშინ გენიტალური სტადიის განმავლობაში შეიძლება დავაკვირდეთ განვითარების რომელიმე წინამორბედი სტადიის მიმართ ფიქსაციის ან რეგრესიის ფენომენს ამ სტადიებისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურებით. ამ სტადიაზე ,,მე” ინსტანცია კვლავ უნდა ებრძოლოს ხელახლა გამოვლენილ ,,იგი”-ს აგრესიულ იმპულსებს. ასე მაგ., ამ ეტაპზე შეიძლება კვლავ წარმოიქმნას ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც მოზარდს ჰომოსექსუალიზმისკენ, ურთიერთობისთვის თავისევე სქესის პირების არჩევისკენ უბიძგებს. ,,იგი”-ს აგრესიულ იმპულსებს რომ ებრძოლოს ,,მე” ინსტანცია დაცვის ორ ახალ მექანიზმს იყენებს. ესენია ასკეტიზმი და ინტელექტუალიზაცია. ასკეტიზმი შინაგანი აკრძალვების დახმარებით ამუხრუჭებს ამ ფენომენს, ხოლო ინტელექტუალიზაციას ის წარმოსახვამდე დაჰყავს და მოზარდს ამ აკვიატებული სურვილებისაგან განთავისუფლების საშუალებას აძლევს.
როდესაც ბავშვი მოზრდილი ხდება მისი ხასიათი ,,მე”-ს, ,,იგი”-სა და ,,ზე-მე”-ს განვითარების და ურთიერთქმედების პროცესებით განისაზღვრება. ფროიდის მიხედვით, ნორმალური განვითარება სუბლიმაციის მექანიზმით ხორციელდება, ხოლო განვითარება, რომელიც გამოდევნის, რეგრესიის ან ფიქსაციის მექანიზმით ხორციელდება, პათოლოგიურ ხასიათებს წარმოშობს.

 წყარო

Thursday, January 17, 2013



ფოტო:კადრი პიერ პაოლო პაზოლინის ფილმიდან ”ოიდიპოს მეფე”
ოიდიპოსი-უნივერსალური  ტრაგედია

ოიდიპოსის კომპლექსი -(სოფოკლეს ტრაგედიის “ოიდიპოსის მეფის” გმირის სახელის მიხედვით) ფსიქოანალიტიკური წარმოდგენა 3-4 წლის ასაკის ბავშვის მშობლებისადმი ემოციონალური, დამოკიდებულებების თავისებურებების შესახებ. ზ.ფროიდის თანახმად, ეს არის ბავშვური განცდების კომპლექსი, რომელიც შედგება ბიჭის ლტოლვისაგან დედის მიმართ, რასაც თან ახლავს ეჭვიანობა და არაკეთილმოსურნეობა მამის მიმართ. გოგონებთან ეს ხასიათდება განსაკუთრებული მიჯაჭვულობით მამასთან, სექსუალური ლტოლვის მისადმი მიმართვით და ეწოდება ელექტრას კომპლექსი. მოგვიანებით ეს კომპლექსი განიდევნება არაცნობიერში, ის მამაკაცებისათვის უნივერსალურია და განსაზღვრავს მათი სექსუალობისა და ნევროტიზმის ბევრ ასპექტს. ოიდიპოსი – ძველბერძნულ მითოლოგიაში ფიბიის მეფე. ტრაგედიის თანახმად, ლაიმ (ოიდიპოსის მამამ), რომელსაც უწინასწარმეტყველეს საკუთარი შვილის ხელით სიკვდილი, ბრძანა შვილის ცხოველებისათვის შესაჭმელად მიგდება. მწყემსების მიერ გადარჩენილი ბავშვი მოხვდა კორინთოს მეფე პოლიბთან, რომელმაც ოიდიპოსი საკუთარი შვილივით გაზარდა. მოწიფულობის ასაკის მიღწევისას ოიდიპოსმა ორაკულებისგან შეიტყო, რომ მას უწერია მოკლას მამა და ცოლად შეირთოს დედა. ოიდიპოსმა ვერ გაბედა კორინთოში დაბრუნება, რადგან მას მშობლიურად თვლიდა და დაიწყო მოგზაურობა. გზაში ჩხუბის დროს მან მოკლა უცნობი, წარჩინებული მამაკაცი (ეს იყო ლაი). სფინქსის გამოცანის გამოცნობით ოიდიპოსმა გაანთავისუფლა ფიბია და ამის გამო, აღიარეს ფიბიის მეფედ, ამავდროულად დაქვრივებული იოკასტის (დედის) ქმრად. დაახლოებით 20 წელი იცხოვრა ოიდიპოსმა ბედნიერად და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ დელფიელი ორაკულის წინასწარმეტყველება ახდა. როდესაც ფიბიაში ეპიდემია დაიწყო და დელფის ორაკულმა იწინასწარმეტყველა, რომ მხოლოდ ლაის მკვლელის გაძევება გადაარჩენდა ქალაქს, ოიდიპოსმა მაშინ გაიგო თავისი დანაშაულის შესახებ. მან თავი დაიბრმავა და განდეგილად წავიდა, იოკასტამ თავი მოიკლა. ასეთია მითი ოიდიპოსზე. მსგავსი ლეგენდები გავრცელებულია ბევრ ხალხთან. ოიდიპოსის სასჯელი გამოხატავს ღრმა წარსულიდან მომავალ, პირდაპირ ნათესავებს შორის საქორწინო ურთიერთობების აკრძალვებს (იხ.ინცესტი). ფროიდის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიის საფუძველსა და არსს. უხსოვარ დროში ადამიანი ცხოვრობდა ყველა მამაკაცის ყველა ქალთან პრომისკუიტეტის სიტუაციაში. ამ საზოგადოებაში წინამძღოლი, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო, ითვისებდა ყველა მდედრს, რომელნიც შეიძლება ყოფილიყვნენ დანარჩენი მამრების დედები, ცოლები და დები. თვითონ წინამძღოლი კი გვევლინებოდა პირველყოფილი საზოგადოების ყველა მამრის მამად. ერთხელ, დამცირებულმა მამრებმა მოკლეს წინამძღოლი-მამა და გადაწყვიტეს ეკზოგამიის შემოღება (სისხლისმიერ ნათესავებს შორის ქორწინებისა და სქესობრივი ურთიერთობების აკრძალვა). ფროიდი თვლიდა, რომ ეკზოგამიის შემოღებამ სათავე დაუდო საზოგადოებრივი მორალის და ადამიანური საზოგადოების სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას. პირველყოფილი ძმები, მამის მოკვლის შემდეგ, განიცდიდნენ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს, რომელიც ზოგჯერ გვხვდება ნევროტიკებთან და ბავშვებთან – სიძულვილი და მეტოქეობის განცდა მამასთან მიმართებაში და მისით აღფრთოვანება, აღმოცენდა დანაშაულისა და მონანიების განცდით. ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებამ გამოიწვია ტაბუს (აკრძალვა) დაწესება ინცესტზე და მამის მოკვლაზე. ფროიდის ფსიქოანალიტიკური მიდგომა გულისხმობს,  რომ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩადენილი დანაშაულის განცდა ფარულად არსებობს ყველა ადამიანში. ამაზეა დაფუძნებული მთელი თანამედროვე კულტურა თავისი მორალით და სხვადასხვა შეზღუდვებით. უნდა ითქვას, რომ ეს მოსაზრებები აბსოლუტური არ არის, რადგან წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე მეცნიერების ზოგიერთ მონაცემთან. (იხ.ფროიდიზმი). კლინიკურ და ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში შეიძლება ხშირად შევხვდეთ ოიდიპოსის კომპლექსის სიმბოლურ გამოვლინებას (ქალებისათვის ელექტრას კომპლექსს). მაგალითად, სექსუალური პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის თვისებები და თავისებურებები, რომელიც საწინააღმდეგო სქესის მშობლისთვისაა დამახასიათებელი, უმეტესწილად ეს კანონზომიერება ადამიანის მიერ არ ცნობიერდება. საკამათოდ რჩება ფსიქოანალიტიკური მოსაზრება იმის შესახებ, რომ ოიდიპოსის კომპლექსი ყველასათვის უნივერსალურია.

გარდა ამისა, ოიდიოისის კომპლექსი ხელოვანთათვის ინსპირაციის წყაროდ იქცა.ნობელისტმა ავტორმა,მაქს ფრიშმა,"homo faber"-ში ფარული ინცესტური ლტოლვები ასახა,ხოლო ფრენკ ო კონორმა მისი მიხედვით დაწერა მოთხრობა "ჩემი ოიდიპოსის კომპლექსი".ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინმა სოფოკლეს ტრაგედიის მიხედვიტ გადაიღო ფილმი "ოიდიპოს მეფე".

ფოტო:ფრენკ ო კონორის მოთხრობების გარეკანი
 გამოყენებული წყარო: ზიგმუნდ ფროიდი-ფსიქოანალიზი;თარგმნა-ვიტალი კაკაბაძე






ფოტო:ძველი ბერძნული ნახატი-ოიდიპოსი და ორაკული;
























ანტიკური წარსულის მიმოხილვა




იმისათვის,რომ ნათელი გავხადო ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელობა პსიქოლოგიაში,უპირველად უნდა განვიხილოთ მისი მითოლოგიური ისტორია,რომელმაც მისცა სახელწოდება ამ ფენომენს.
ოიდიპოსი იყო თებეს მეფის, ლაიოსისა და იოკასტას შვილი. იმისათვის,რომ თავიდან აეცილებინა ორაკულის წყევლა,რომელმაც უთხრა,რომ თავისივე 
შვილი მოკლავდა,ლაიოსმა ბავშვი მისცა მწყემსს,რათა წაეყვანა ის ციტერონის მთებში,დაემტვრია მისთვის ფეხები და მოეკლა.ოიდიპოსი გადაარჩინა სხვა მწყესსმა და ის წაიყვანა კორინთოს მეფესთან.საკუთარი წარმომავლობის ძიებისას,მან მიმართა ორაკულს,რომელმაც უთხრა,რომ იგი მოკლავდა მამამისს და იქორწინებდა საკუთარ დედაზე.თებეს გზაზე ის კლავს უცნობს გაუგებრობის გამო,რომელიც მამამისი აღმოჩნდება.
ამასობაში,სფინქსი ნადირობა თებეს რეგიონზე,რომლის მეფეც იოკასტას ძმა,კრეოინი იყო.ერთადერთი,ვისაც შეეძლო სფინქსის ენიგმური საქციელისთვის ეპასუხა იყო ადამიანი,რომელიც უნდა გამხდარიყო მეფე და ექორწინა თებეს მეფის დაზე,იოკასტაზე.ოიდიპოსი მიხვდა სფინქსის შეკითხვას,ის გახდა თებეს მმართველი და ცოლად შეირთო იოკასტა,საკუთარი დედა.მათ ყავდათ ოთხი შვილი.მოგვიანებით,როდესაც თებეს რეგიონი ნადგურდებოდა შავი ჭირით,ორაკულმა ეს სასჯელი დააბრალა იმ ფაქტს,რომ ლაიოსის მკვლელი ჯერ კიდევ არ იყო დასჯილი.ოიდიპოსმა აღმოაჩინა,რომ ის იყო მკვლელი საკუთარი მამის.მან დაითხარა თვალები და გადაიხვეწა,ხოლო იოკასტამ თავი ჩამოიხრჩო.
ფსიქოლოფიაში,ზიგმუნდ ფროიდის მიერ აღწერილი ოიდიპოსის კომპლექსი,ვლინდება დაახლოებით სამი წლის ასაკში და გამოხატავს ბავშვი ძლიერ დამოკიდებულებას საპირისპირო სქესის მშბლის მიმართ,როდესაც იმავე სქესის მშობელს აღიქვამს,როგორცკონკურენტს.“ნორმალური ოიდიპოსის კომპლექსის ფაზის დროის,ჩვენ ვიგებთ,რომ ბავშვი ,მოწყალედაა მიბმული საპირისპირო სქესის მშობელთან,როდესაც ურთიერთობა იმავე სქესის მშობელთან კონკურენტულია.ბიჭის შემთხვევაში,თავისი სიყვარულის პირველი ობიექტი იყო დედა და ის რჩება კიდეც,მაგრამ ეროტიული სურვილებისა და ღრმა გამჭრიახობის გაძლიერებასთან ერთად,შემქმნელი მიჩნეულია თავის კონკურენტად.“(ფროიდი,1975:83)
დაახლოებით ხუთი წლის ასაკში,ბიჭის ემოციური საჭიროება დედისადმი,წარმოაჩენს მის ახალ თვისებებს.პატარა თანამემამული მომეტებში გამოაშკარავებს თავის თავს,როგორც „პატარა კაცს“ და მართლაც,“პატარა საყვარლად“.გრძნობები დედისადმი დაუკმაყოფილებელი და ვნებიანია.ამავდროულად,ის გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას ყველა მეტოქისადმი,მაგრამ განსაკუთრებით მამრი მშობელი-მეტოქისადმი.
ოიდიპოსის კომპლექსი,კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით,მიჩნეულია,როგორც ბავშის პრიმიტიული სიყვარული საკვების მომწოდებელი- დედისადმი,რომელიც სექსუალურად შეიფერება მხოლოდ პრე-პუბერტული ფაზის დროს.თუმცა,კომპლექსი არ არის უნივერსალური,მაგრამ კონტინგენტი დამოკიდებულია გარკვეულ შემთხვევებზე,რომლებიც გავლენას ახდენს დედის ხასიათსა და ემოციურ ურთერთობაზე შვილთან(ბიჭი) და ქმართან:მაგალითად,მიტოვებული ცოლი გადაჭარბებულ მზრუნველობასა და სიყვარულს გამოიჩენს თავისი შვილის(ბიჭი) მიმართ.
ფერნინჩელი აღნიშნავს,რომ ადამიანის ბავშობა ბიოლოგიურად უფრო უმწეობა,ვიდრე სხვა დანარჩენი ძუძუმწოვრების შთამომავლობისა და გამომდინარე აქედან,საჭიროებს ხანგრძლივ მზრუნველობასა და სიყვარულს.“ის ყოველთვის მოითხოვს სიყვარულს დაწყებული კვებიდან,მის ირგვლივ არსებული მოზარდების დაცვით და განავითარებს სიძულვილსა და ეჭვიანობას იმ ადამიანების მიმართ,ვინც მის სიყვარულს უგულვებელყოფს.თუ ამას ოიდიპოსის კომპლექსი ქვია,მაშინ ოიდიპოსის კომპლექსი ბიოლოგიურად აღმოჩენილია“(ბრაუნი,1979:80)
გარდა ამისა,ის ამატებს,რომ ფროიდისეული კომბინაცია გენიტალური სიყვარულისა საპირისპირო სქესის მშობლისადმი და მომაკვდინებელი,ეჭვიანი სურვილები იმავე სქესის მშობლის მიმართ,ემოციური დამოკიდებულებების უაღრესად ინტეგრირებული კომბინაციაა,რაც ინფანტილური სექსუალობის გრძელი განვითარების კულმინაციაა. ამ შემთხვევაში,ოიდიპოსის კომპლექსი უეჭველად ოჯახის გავლენის პროდუქტია.
ფროიდის ინტერპრეტაციაში,მამრი ოიდიპოსის კომპლექსი გადაჭრილია კასტრაციის კომპლექსით და დანებებულია კასტრაციის შფოთის გამო,როდესაც მდედრი ოიდიპოსის კომპლექსი გამოწვეულია კასტრაციის კასტრაციის კომპლექსით,რომელიც გოგოების სიყვარულს მიმართავს მამისკენ და უარყოფს დედას.ბევრ შემთხვევაში,გოგოს განვითარება,განსაკუთრებით მისი ფსიქოლოგიურ ასპექტი ბიჭი განვითარების მსგავსია,თუმცა არა სრულიად პარალელური.სავარაუდოდ,გოგო თავის ინფანტილურ პერიოდში უფრო ინტენსიურია ვიდრე ბიჭი თავის მიკერძოებულ სიყვარულში საპირისპირო სქესის მიმართ,მაგრამ არაა სრულიად გარკვეული,მდედრი ოიდიპოსის(ან ელექტრას) რეაქცია მამის მიმართ აღწევს თუ არა განსაზღვრულ კრიზისულ,რეპრესირებულ პერიოდს იმავე ასაკში,როდესაც იმავე ხდება ბიჭებთან.მოწიფულობის ასაკიდან აქ გაურკვევლობა ნაკლებია.
ორივე სქესში,ოიდიპოსის კომპლექსი მოდის,როგორც სექსუალური ინფანტილობის კულმინაცია და ამ პერიოდის მისწრაფებების დაძლევა მოზარდი სექსუალობის მისაღწევად,აუციელებელია ნორმალობისთვის,მაშინ როდესაც გაურკვეველი შენარჩუნება ოიდიპოსის კომპლექსის ტენდენციებისა,დამახასიათებელია ტიპური ნერვოზული გონებისთვის.და სწორედ ეს არის ხასიათის ის შემთხვევა,რომელიც მოგვიანებით გაანალიზებული იქნება ამ ფურცელზე.“ოიდიპოსის შემთხვევა არის ნერვოზიანების ბირთვული კომპლექსი,რომელიც წარმოადგენს მთავარი შიგთავსის ნაწილს,(...)თუმცა ის შემდგომ ახლდენს გავლენას;ის ვარჯიშობს,რომ გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს მოზარდის სექსუალობაზე.ყოველი ახალი დაბადება ამ პლანეტაზე ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევის საკითხის წინაშე დგება;ნებისმიერი,ვინც ამას ვერ შეძლებს,ხდება ნერვოზის მსხვერპლი.“(ფროიდი)

ოიდიპოსის კომპლექსი გამორჩეული მახასიათებელია მსოფლიო ლიტერატურისა,დაწყებული ანტიკური ბერძნული თეატრიდან(სოფოკლე,ევრიპიდესი),შექსპირის
ტრაგედიის(ჰამლეტი),ფრანგული კლასიციზმისა(ვოლტერი) და სხვადასხვა 
თანამედროვე მწერლების ჩათვლით:ანდრე გიდი,ჟან კოკტო,ჯეიმს ჯოისი,მაქს ფრიში,ფრენკ ო კონორი.

წყარო
ვიდეო-რეკლამა ”ოიდიპოსის კომპლექსი”

ფოტო:ზიგმუნდ ფროიდი და კარლ გუსტავ იუნგი
ოიდიპოსის კომპლექსის განვითარების 

მოკლე აღწერა

გაგება მიღებული ფსიქოანალიზში ზიგმუნდ ფროიდის მიერ, რომელიც აღნიშნავს ქვეცნობიერ სექსუალურ ლტოლვას საპირისპირო მშობლის მიმართ და მტრულს განწყობას თავისივე სქესის მშობლის მიმართ.საერთო ჯამში ოიდიპოსის კომპლექსი არის იმანენტური, ქვეცნობიერი ეროტიკული ლტოვა შვილის მშობლისადმი.ეს გაგება არის ფსიქოანალიზის ერთერთი გასაღები.

ეტიმოლოგია-სახელწოდება მომდინარეობს ძველბერძნული მითიდან მეფე ოიდიპოსზე და სოფოკლეს ამავე სახელწოდების ტრაგედიიდან,რომელშიც იოდიპოსი თავისი ნების საწინააღმედეგოდ და არა წინასწარგანძრახულად კლავს საკუთარ მამას ლაის და ქორწინდება დედაზე-იოკასტეზე, ოიდიპოსის სიტუაციის გაგება, როგორც ძირითადი ფაქტორი ნერვული დაავადებების წარმოშობისა, წამოჭრა ფროიდმა თვითანალიზის დროს, რომელიც მაინ გაიარა მამაისის გარდაცვალების შემდეგ.

პირველად ფროიდმა სოფოკლეს ტრაგედია ახსენა თავის ერთერთ, ვილჰემ ფლისისადმი მიწერილ წერილში 1897 წელს. რომელშიც ის წერს: "მე აღმოვაჩინე საკუთარ მაგალითზე, ძლიერი სიყვარული დედის მიმართ და ეჭვიანობა მამის მიმართ, და ახლა ამას ვუყურებ როგორც ადრეული ბავშვობის უნივერსალურ გამოვლინებას,და თუ ეს ასეა, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მეფე ოიდიპოსის მომაჯადოვებელი ძალა."

პირველი კონკრეტული განხილვა ამისა გვხვდება ფროიდის ფუნდამენტალურ ნაშრომში" სიზმრების ინტერპრეტაცია"(1899), მაგრამ ამ ტერმინს ფროიდი იყენებს მხოლოდ 1910 წელს.


"ბიჭი იწყებს თავიდან ისურვოს დედამისი და სძულდეს მამა როგორც მეტოქე,იგი ხვდება როგორც ჩვენ ვამბობთ "ოიდიპოსის" გავლენის ქვეშ, მაგრამ არ პატიობს დედას სექსუალურ კავშირს მამასთან და აფასებს აფასებს ამას როგორც აქტს ღალატისა"- წერს ფროიდი თავის მცირე ნაშრომში:" ობიექტის არჩევის განსაკუთრებული ტიპი მამაკაცებში"


აღწერა:


ოიდიპოსის კომპლექსი ბიჭებში: ფსიქოანალიზის კლასიკური მიმართულების მიხედვით, ბიჭი განიცდის სექსუალურ ლტოვას დედამისის მიმართ და სიძულვილს მამაისის მიმართ, მაგრამ იგი ცდილობს დამალოს ეს რადგან ეშინია სასჯელის კერძოდ კი კასტრაციის მამის მხრიდან.კასტრაციის შიშის შედაგად,ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყალიბდება განსაკუთრებული ინსტანცია:"სუპერ-ეგო", რომლის გავლენის ქვეშაც ბავშვი თრგუნავს ლტოლვას დედის მიმართ და ახდეს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მამასთან.


ოიდიპოსის კომპლექსი გოგოებში: გოგოებში,ფროიდის მიხედვით, პირველი ინცესტური მიდრეკილებები მიმართულია დედის მიმართ, მაგრამ 2-3 წლის ასაკში როდესაც გოგო აღმოაჩენს რომ მას არ აქვს პენისი, გოგონა განიცდის ე.წ. შურს, ამის შედეგად გოგონა განიცდის განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას მამასთან და დედაში ხედავს მეტოქეს. საბოლოო ჯამში გოგო ცდილობს საკუთარი არასრულყოფილების კომპენსირებას ბავშვის ყოლის სურვილით.


პოზიტიური და ნეგატიური ოიდიპოსის კომპლექსი


შემდგომ ფროიდი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს უფრო რთული ხასიათის ოიდიპოსის კომპლექსი-ნეგატიური, რომელიც გამოიხატება სიყვარულში თავისივე სქესის მშობლის მიმართ და სიძულვილში საპირისპიროსი. ზემოთხსენებულ ვარიანტებს ეწოდათ-პოზიტიური.ამ მოვლენის აღწერისას მან გამოიყენა ბისექსუალობის და ამბივალენტურობის გაგება.


ოიდიპოსის კომპლექსი ფროიდის სექსუალური თეორიის კონტექსტში:ფროიდიზმში ოიდიპოსის კომპლექსი განიხილება როგორც ეტაპი ფსიქოსექსუალური განვითარების,რომელიც პირველად თავს იჩენს 2-3 წლის ასაკში(ორალური და ანალური მიზიდულობა ლიბიდოს განვითარების ამ სტადიაზე)ეს კომპლექსი პიკს აღწევს 3-იდან 5-წლამდე ასაკში, რის შემდეგაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, როდესაც ითრგუნება ამა თუ იმ ეროტიული ობიექტის არჩევით.


ვარიაციები


კარლ გუსტავ იუნგი- თვლიდა რომ ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსს არ შეეძლო ადეკვატურად აღეწერა ანალოგიური სტადია გოგოებში(ფროიდის აზრით ამ სტადიაში გოგოებს აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილება დედის მიმართ), ამასთან კავშირში 1913 წელს იუნგმა შემოიღო ახალი ტერმინი-"ელექტრას კომპლექსი", რომლის მიხედვითაც გოგონა მსგავსად აგამემნონის ქალისვილის ელექტრასი, განიცდის სექსუალურ ლტოლვას მამის მიმართ და მტრულ დამოკიდებულებას დედის.გარდა ამისა იუნგი ამას თვლიდა წარმოშობილს სიმბოლური მიდრეკილებიდან ცხოვრების საწყისთან დაბრუნებისა.


ერიხ ფრომი- ფროიდის დაკვირვებებს ოიდიპოსის კომპლექსის გამოვლინებაზე მიიჩნევდა სწორად, მაგრამ სთავაზობდა ამის უფრო ფართო გაგებას, რომლის მიხედვითაც მისი არსი არსი მდგომარეობდა იმაში რომ ინდივის სურდა დარჩენილიყო სამიდამოდ ბავშვად, ყოფილიყო მიჯაჭვული მის დამცველ ფიგურებზე(არა მარტო დედაზე), ამ მიჯაჭვულობას იგი არ განიხილავდა როგორც სექსუალურ ლტოლვას. ვაჟსა და მამას შორის კონფლიქტს კი იგი ხსნიდა საზოგადოების ავტორიტეტულ პატრიარქალური წყობით,რომლის ფარგლებშიც ვაჟი განიხილება მშობლის(მამის)საკუთრებად, და ამ კონფლიქტს ცოტა რამ აქვს საერთო სექსუალურ მეტოქეობასთან და წარმოადგენს ინდივიდის მიდრეკილებას დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფალი ნება.


მელანი კლაინი-თვლიდა რომ ოიდიპოსური გამოვლინებები იწყება უფრო ადრე ვიდრე ამას აღწერდა ფროიდი, კერძოდ კი მაში როდესაც ბავშვს წყვეტენ ძუძუს, ანუ 1-2 წლის ასაკში.შემდგომ მელანი კლაინის კვლევებში ოიდიპოსის კომპლექსი გახდა მეორეხარსხოვანი პირველ ადგილას კი გადმოინაცვლა "დეპრესიულმა პოზიციამ"


ოტო რანკი-გადახრილი იყო კლასიკური ფროიდიზმისგან,მისი აზრით ყველა ნერვოზის წარმოშობის საფუძველი იყო ე.წ. დაბადების ტრამვა და ინდივიდის სურვილი დედის მუცელში დაბრუნებისა,ასევე რანკის წარმოდგენა იყო ფრომის წარმოდგენის მსგავსი, იგი თვლიდა რომ შვილი მიდრეკილია მშობლის მიმართ, რომელიც ნაკლებად მოქმედებს მის ინდივიდუალიზმზე, ბიჭების შემთხვევაში როგორც წესი ეს დედაა, მამა ვაჟიშვილს თვლის საკუთარი ეგოს გაგრძელებად.


კარენ ჰორნი-მისი აზრით ოიდიპოსის კომპლექსი არ არის ნერვოზის პირველსაწყისი და იგი თუ ვითარდება, ვითარდება მხოლოდ ოჯახური სცენების გამო. იგი წერდა: " ოიდიპოსის კომპლექსი არ შეიძლება იყოს ნერვოზის პირველწყარო რადგან თვითონ არის ნერვოზი"


კრიტიკა


ჰოპოთეზის არამეცნიერული სტატუსი- სპეციალისტები მიუთითებენ რომ არ არსებობს რაიმე ემპირიული მონაცემები, რომლებიც დაამოწმებდნენ ოიდიპოსის კომპლექსს, უფრო მეტიც შეუძლებელია მეცნიერული მეთოდით ამის დამტკიცება.ის რაც ფროიდისა და მისი მიმდევრების მიერ წარმოჩენილია როგორც მტკიცებულება უნდა იყოს ობიექტურად განხილული და არა ფსიქოანალიტიკოსების მიერ ინტერპრეტირებულად. სკეპტიკოსების აზრით ოიდიპოსის კომპლექსი სრულად სუბიექტური მიდრეკილებაა, ისი მიუთითებენ იმაზეც რომ მისი საწყისი ფროიდის თვითანალიზია და არა ობიექტური დაკვირვება პაციენტებზე(ანუ უფრო გავრცელებული აზრის თანახმად ფროიდი იყო კომპლექსიანი შიზოფრენიკი რომელიც საუბრობდა თავის კომპლექსებზე და ყველა ტავისნაირი ეგონა).


ბავშვური სექსუალობის კრიტიკა


როგორც ცნობილია ტესტოსტერონი და პროგესტერონი, სქესობრივი ჰორმონებია რომლების მოქმედებენ ჰიპოთალამუსზე და და აღძრავენ ადამიანში სექსუალურ ლტოლვას, ბავშვის ორგანიზმი კი პუბერტატულ ასაკამდე მათ გამოიმუშავებს ძალიან მცირე რაოდენობით. ფროიდის მიმდევრების აზრით კი ინდივიდის სქესობრივი მომწიფება არ ხდება მხოლოდ გენიტალების მორფოლოგიური და ნეიროენდოკრინული სტრუქტურის ფორმირებით, მას უნდა ახლდეს თან შესაბამისი ფსიქოლოგიური სტრუქტურების ჩამოყალიბებაც. ასე ამგვარ კრიტიკას ფროიდის მიმდევრები არ აღიქვამენ სერიოზულად.


კიდევ ჟილ დელეზის აზრით ფსიქოანალიზი არ არის ეფექტური მეთოდი ფსიხოზის და შიზოფრენიის მკურნალობისა და ასევე სოციალური პროცესების ინტერპრირებისა. ოიდიპოსის კომპლექსი მხოლოდ თავშესაფარია ნევროტიკის მკურნალობის გზაზე და იგი ოიდიპოსის კომპლექს უპირისპირებს შიზოფრენიას.


 წყარო:  
ვიდეო-პროფესორ უარენ პროკლის მოკლე ლექცია ”ოიდიპოსის კომპლექსზე”





ფოტო:ფრენკ ო კონორის მოთხრობის "ჩემი ოიდიპოსის კომპლექსის" გარეკანი
           
                              
ოიდიპოსის კომპლექსის" ზოგად-ფსიქოლოგიური 

მიმოხილვა


ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით,ტერმინი ოიდიპოსის კომპლექსი აღნიშნავს იმ ემოციებსა და აზრებს,რომელსაც გონება ინახავს ქვეცნობიერში,დინამიური რეპრესიების მეშვეობით,რომელიც კონცენტრირებულია ბავშის სურვილზე სექსუალურად ფლობდეს დედას და მოკლას მამა. ზიგმუნდ ფროიდი,რომელმაც დააფუძნა ახალი ტერმინი „ოიდიპოსის კომპლექსი“ ფიქრობდა,რომ ოიდიპოსის კომპლექსი, ეს არის სურვილი დედისადმი ორივე სქესსთან მიმართებაში(ის ფიქრობდა,რომ გოგოებს აქვთ ჰომოსექსუალური მიზიდულობა დედისადმი);ფროიდმა გააპროტესტა ტერმინი „ელექტრას კომპლექსი“,რომელიც გაგვაცნო კარლ გუსტავ იუნგმა. ოიდიპოსის კომპლექსი ხდება ხუთი სექსუალური განვითარების დონიდან-1)ორალური,2)ანალური,3)ფალოსური 4)ლატენტური და 5) გენიტალური-(სადაც ლიბიდოს სიამოვნების წყარო არის ჩვილის სხეულისგან განსხვავებული ეროგენული ზონა) მესამე-ფალოსურ ფაზაზე(3-6 წლის ასაკში)
კლასიკურ,ფროიდისეული ფსიქოანალიზის თეორიაში,ბავშვის იდენტიფიცირება იმავე სქესის მშობელთან არის ოიდიპოსის კომპლექსისა და ელექტრას კომპლექსის წარმატებული გადაწყვეტილება;მისი ფსიქოლოგიური გამოცდილების გასაღები მომწიფებული სექსუალური როლისა და იდენტიფიცირების განვითარებაში.მოგვიანებით,ზიგმუნდ ფროიდმა თქვა,რომ გოგოები და ბიჭები თავიანთ კომპლექსებს განსხვავებულად ეპყრობიან და განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ-ბიჭები განიცდიან კასტრაციის შფოთვას,ხოლოდ გოგოები-პენისის შურს;და ამ წარუმატებელმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მიგვიყვანოს ნევროზამდე,პედოფილიამდე და ჰომოსექსუალობამდე.მამაკაცები და ქალები,რომელთა სექსუალური განვითარება მიჯაჭვულია ოიდიპოსისა და ელექტრას დონეებს,შეიძლება ჩაითვალონ „დედას მიჯაჭვულად“ და „მამას მიჯაჭვულად“,რადგან მჟღავნდება,რომ სექსუალური პარტნიორი გაგონებს და გაკავშირებს დედასთან ან მამასთან.
როგორც ფროიდისეული მეტაფორა აღწერს შვილს(ბიჭს)-მამის ფსიქოსექსუალურ მეტოქეს დედის მფლობელობისთვის,ოიდიპოსის კომპლექსი სათავეს იღებს ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან-ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟ ოიდიპოსი,რომელიც შემთხვევით კლავს თავის მამას,ლაიოსს,და ქორწინდება თავის დედაზე,იოკასტაზე(„ოიდიპოს მეფე“-სოფოკლე.ძვ.წ.429).როგორც ფსიქიატრმა,ზიგმუნდ ფროიდმა(1856-1939)გამოთქვა აზრი,რომ ოიდიპოსის კომპლექსი არის უნივერსალური,ფსიქოლოგიური ფენომენი.
“მისი ბედი მხოლოდ იმიტომ გვაღელვებს,რომ იგი ჩვენც შეიძლებოდა გვრგებოდა წილად,რადგან ორაკულს ჩვენც მასავიტ დაწყევლილი ვყავართ ჯერ კიდევ დაბადებამდე.როგორც ჩანს,ყოველ ჩვენგანს უწერია,პირველი სექსუალური ლტოლვა დედის მიმართ იგრძნოს,ხოლო პირველი სიძულვილი და ძალმომრეობის სურვილი მამის მიმართ გაუჩნდეს.ჩვენი სიზმრები გვარწმუნებენ,რომ ეს ასეა.”
კლასიკურ,ფსიქოანალიზისეულ თეორიაში,ოიდიპოსის კომპლექსი ხდება სექსუალური განვითარების ფალოსურ დონეზე(3-6 წელი),როდესაც ასევე ხდება ლიბიდოსა და ეგოს 
ფორმირება,თუმცა ეს ასევე შეიძლება გამომჟღავნდეს ადრეულ ასაკში.
ფალოსურ დონეზე,ბიჭის გადამწყვეტი ფსიქოსექსუალური გამოცდილება არის ოიდიპოსის კომპლექსი-შვილისა(ბიჭი) და მამის შეჯიბრება დედის მოსაპოვებლად.სწორედ სექსუალური განვითარების მესამე დონეზე ბავშვის გენიტალია არის ძირითადი ეროგენული ზონა.თუმცა,როცა ბავშვი შეიცნობს თავის სხეულს,სხვა ბავშვების სხეულებს,მშობლების სხეულებს,ისინი იკმაყოფილებენ ფსიქოლოგიურ ცნობისმოყვარეობას თავიანთი თავის,სხვების და სხვების გენიტალების გამოკვლევით,გაგებით,ანუ მამაკაცისა და ქალის ანატომიური განსხვავებისა და გენდერული განსხვავების შესწავლით.
ფსიქოსექსუალური ინფანტილიზმი-გარდა დედისა,რომელიც მშობელია,უმთავრესად აკმაყოფილებს ბავშვის სურვილს,ბავშვი იწყებს განცალკევებული სექსუალური იდენტირების ფორმირებას-„ბიჭი“,გოგო“-ეს ცვლის მშობლებისა და შვილის ურთიერთობის დინამიკას;მშობლები ხდებიან ინფანტილური ლიბიდონალური ენერგიის ობიექტები.ბიჭი მიმართავს თავის ლიბიდოს(სექსუალური სურვილი) დედისკენ და მამისკენ მიმართავს ეჭვსა და ემოციურ მეტოქეობას-რადგან ეს სწორედ ისაა,ვისაც სძინავს დედასთან.ამასთანავე,რომ გაადვილდეს ერთობა დედასთან,ბიჭის იდის(ეგო და სუპერ ეგო) უნდა,რომ მოკლას მამამისი(როგორც ოიდიპოს მეფემ),მაგრამ პრაგმატულმა ეგომ,რეალობის პრინციპებზე დაფუძნებულმა,იცის,რომ მამა ძლიერია ორ მამრს შორის,რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან დედის დასაუფლებლად.მიუხედავად ამისა,ბიჭი ამბივალენტური რჩება მამის პოზიციის მიმართ ოჯახში,რაც გამოიხატება კასტრაციის შიშით.შიში არის ირაციონალური,ინფანტილური იდის ქვეცნობიერი გამოხატულება.
ფსიქოლოგიური თავდაცვა-ორივე სქესში,თავდაცვითი მექანიზმები უზრუნველყოს იდისა და ეგოს კონფლიქტების გარდამავალ რეზოლუციებს .პირველი თავდაცვითი მექანიზმი არის რეპრესია,მეხსიერების,ემოციური იმპულსებისა და ცნობიერი იდეების დაბლოკვა;თუმცა მისი საქციელი არ წყვესტ იდისა და ეგოს კონფლიქტს. მეორე თავდაცვითი მექანიზმია იდენტიფიცირება,რომლითაც ბავშვი აერთიანებს თავის ეგოს,თავის პიროვნულ ხასიათს იმავე სქესის მშობლის მიმართ.შეჩვევისას,ბიჭი ამცირებს კასტრაციის შფოთს,რადგან მისი მსგავსება მამასთან იცავს მას მამის მრისხანებისგან დედის მეტოქეობისას.გოგო კი ადაპტირებისას,ამსუბუქებს იდენტიფიცირებას დედასთან,რომელიც ხვდება,რომ მდედრებში,არც ერთი მათგანი არ ფლობს პენისს და ამგვარად,არ არიან ანტაგონისტები.
გაუბედავი მამა-შვილის შეჯიბრი დედის ფსიქო-სექსუალური ფლობისთვის,შესაძლოა დასრულდეს ფალოსური დონის ფიქსაციით,რაც ხელს უწყობს ბიჭის აგრესიულ,ამბიციურ,პატივმოყვარე მამაკაცად ჩამოყალიბებას.გამომდინარე აქედან,მშობელთა დამაკმაყოფილებელი მოპყრობა და გადაწყვეტილება ოიდიპოსის კომპლექსისა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მამრი ინფანტილური სუპერ-ეგოს განვითარების პროცესში,რადგან მშობელთან იდენტობით ,ბიჭი იყალიბებს მორალს,ამით,ის ირჩევს საზოგადოებრივი წესების დაცვას,და არა რეფლექსურ მორჩილებას,დასჯის შიშით.
თავდაპირველად ფროიდი თანაბრად იყენებდა ოიდიპოსის კომპლექსის ფსიქოსექსუალურ განვითარებას ბიჭებისათვისაც და გოგოებისთვისაც,მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა თეორიის ქალური ასპექტები,როგორც „მდედრი ოიდიპოსის დამოკიდებულება“ და „ ნეგატიური ოიდიპოსის კომპლექსი“,თუმცა ეს იყო მისი სტუდენტი და თანამშრომელი,კარლ იუნგი,რომელმაც 1913 წელს,ელექტრას კომპლექსი აღწერა,როგორც შვილი გოგოსა და დედის შეჯიბრი მამის ფსიქოსექსუალური ფლობისთვის.
ფალოსურ დონეზე,გოგოს ელექტრას კომპლექსი არის თავისი გადამწყვეტი ფსიქოდინამიური გამოცდილება ფარული სექსუალური იდენტობის(ეგო) ფორმირებაში.როდესაც ბიჭი ავითარებს კასტრაციის შფოთს,გოგო ავითარებს პენისის შურს ანატომიურ ფაქტორზე დაყრდნობილი:პენისი გარეშე,მას არ შეუძლია სექსუალურად ფლობდეს დედას,როგორც ინფანტილური იდი მოითხოვს ამას. შედეგად.გოგო თავის სურვილს მიმართავს მამისკენ,ამგვარად ის ავითარებს ჰეტეროსექსუალურ ქალურობას,რომელიც კულმინირებს ბავშვთან ურთიერთობაში,რაც ანაცვლებს პენისის არარსებობას.გარდა ამისა,ფალოსური დონის შემდეგ,გოგოს ფსიქოსექსუალური განვითარება მოიცავს თავისი ძირეული ეროგენული ზონის გადაცემას ინფანტილური კლიტორიდან მოზრდილ ვაგინამდე.
თუმცა,ფროიდი მიიჩნევდა,რომ გოგოს ნეგატიური ოიდიპოსის კომპლექსი ემოციურად მეტად მძლავრია,ვიდრე ბიჭისა,შედეგად,პოტენციურ,დაუცველი ქალის,მორჩილ პიროვნებას ვიღებს,ამგვარად გაუბედავ ელექტრას კომპლექსს,შვილისა და დედის შეჯიბრს მამის ფსიქოსექსუალური ფლობისთვის,მოივყავართ ფალოსური დონის ფიქსაციისკენ,რაც ხელს უწყობს გოგოს გახდეს ქალი,რომელიც მუდმივად ცდილობს დომინირებდეს მამაკაცზე(პენისის შური),როგორც უჩვეულოდ მაცდური ქალი(მაღალი თვითშეფასების მქონე) ,ასევე უჩვეულოდ მორჩილი ქალი(დაბალი თვითშეფასების მქონე).გამომდინარე აქედან,მშობლების დამაკმაყოფილებელი მოპყრობა და დამოკიდებულა ელექტრას კომპლექსის მიმართ,ყველაზე მნიშნელოვანია მდედრი ინფანტილური სუპერ-ეგოს ჩამოყალიბებაში,რადგან მშობელთან იდენტობით,გოგო იყალიბებს მორალს,ამით,ის ირჩევს საზოგადოებრივი წესების დაცვას,და არა რეფლექსურ მორჩილებას,დასჯის შიშით.

წყარო
ფოტო:ზიგმუნდ ფროიდი
ვიდეო:ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოსექსუალური დონეების განვითარება