Thursday, January 17, 2013

ფოტო:ზიგმუნდ ფროიდი და კარლ გუსტავ იუნგი
ოიდიპოსის კომპლექსის განვითარების 

მოკლე აღწერა

გაგება მიღებული ფსიქოანალიზში ზიგმუნდ ფროიდის მიერ, რომელიც აღნიშნავს ქვეცნობიერ სექსუალურ ლტოლვას საპირისპირო მშობლის მიმართ და მტრულს განწყობას თავისივე სქესის მშობლის მიმართ.საერთო ჯამში ოიდიპოსის კომპლექსი არის იმანენტური, ქვეცნობიერი ეროტიკული ლტოვა შვილის მშობლისადმი.ეს გაგება არის ფსიქოანალიზის ერთერთი გასაღები.

ეტიმოლოგია-სახელწოდება მომდინარეობს ძველბერძნული მითიდან მეფე ოიდიპოსზე და სოფოკლეს ამავე სახელწოდების ტრაგედიიდან,რომელშიც იოდიპოსი თავისი ნების საწინააღმედეგოდ და არა წინასწარგანძრახულად კლავს საკუთარ მამას ლაის და ქორწინდება დედაზე-იოკასტეზე, ოიდიპოსის სიტუაციის გაგება, როგორც ძირითადი ფაქტორი ნერვული დაავადებების წარმოშობისა, წამოჭრა ფროიდმა თვითანალიზის დროს, რომელიც მაინ გაიარა მამაისის გარდაცვალების შემდეგ.

პირველად ფროიდმა სოფოკლეს ტრაგედია ახსენა თავის ერთერთ, ვილჰემ ფლისისადმი მიწერილ წერილში 1897 წელს. რომელშიც ის წერს: "მე აღმოვაჩინე საკუთარ მაგალითზე, ძლიერი სიყვარული დედის მიმართ და ეჭვიანობა მამის მიმართ, და ახლა ამას ვუყურებ როგორც ადრეული ბავშვობის უნივერსალურ გამოვლინებას,და თუ ეს ასეა, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მეფე ოიდიპოსის მომაჯადოვებელი ძალა."

პირველი კონკრეტული განხილვა ამისა გვხვდება ფროიდის ფუნდამენტალურ ნაშრომში" სიზმრების ინტერპრეტაცია"(1899), მაგრამ ამ ტერმინს ფროიდი იყენებს მხოლოდ 1910 წელს.


"ბიჭი იწყებს თავიდან ისურვოს დედამისი და სძულდეს მამა როგორც მეტოქე,იგი ხვდება როგორც ჩვენ ვამბობთ "ოიდიპოსის" გავლენის ქვეშ, მაგრამ არ პატიობს დედას სექსუალურ კავშირს მამასთან და აფასებს აფასებს ამას როგორც აქტს ღალატისა"- წერს ფროიდი თავის მცირე ნაშრომში:" ობიექტის არჩევის განსაკუთრებული ტიპი მამაკაცებში"


აღწერა:


ოიდიპოსის კომპლექსი ბიჭებში: ფსიქოანალიზის კლასიკური მიმართულების მიხედვით, ბიჭი განიცდის სექსუალურ ლტოვას დედამისის მიმართ და სიძულვილს მამაისის მიმართ, მაგრამ იგი ცდილობს დამალოს ეს რადგან ეშინია სასჯელის კერძოდ კი კასტრაციის მამის მხრიდან.კასტრაციის შიშის შედაგად,ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყალიბდება განსაკუთრებული ინსტანცია:"სუპერ-ეგო", რომლის გავლენის ქვეშაც ბავშვი თრგუნავს ლტოლვას დედის მიმართ და ახდეს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მამასთან.


ოიდიპოსის კომპლექსი გოგოებში: გოგოებში,ფროიდის მიხედვით, პირველი ინცესტური მიდრეკილებები მიმართულია დედის მიმართ, მაგრამ 2-3 წლის ასაკში როდესაც გოგო აღმოაჩენს რომ მას არ აქვს პენისი, გოგონა განიცდის ე.წ. შურს, ამის შედეგად გოგონა განიცდის განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას მამასთან და დედაში ხედავს მეტოქეს. საბოლოო ჯამში გოგო ცდილობს საკუთარი არასრულყოფილების კომპენსირებას ბავშვის ყოლის სურვილით.


პოზიტიური და ნეგატიური ოიდიპოსის კომპლექსი


შემდგომ ფროიდი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს უფრო რთული ხასიათის ოიდიპოსის კომპლექსი-ნეგატიური, რომელიც გამოიხატება სიყვარულში თავისივე სქესის მშობლის მიმართ და სიძულვილში საპირისპიროსი. ზემოთხსენებულ ვარიანტებს ეწოდათ-პოზიტიური.ამ მოვლენის აღწერისას მან გამოიყენა ბისექსუალობის და ამბივალენტურობის გაგება.


ოიდიპოსის კომპლექსი ფროიდის სექსუალური თეორიის კონტექსტში:ფროიდიზმში ოიდიპოსის კომპლექსი განიხილება როგორც ეტაპი ფსიქოსექსუალური განვითარების,რომელიც პირველად თავს იჩენს 2-3 წლის ასაკში(ორალური და ანალური მიზიდულობა ლიბიდოს განვითარების ამ სტადიაზე)ეს კომპლექსი პიკს აღწევს 3-იდან 5-წლამდე ასაკში, რის შემდეგაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, როდესაც ითრგუნება ამა თუ იმ ეროტიული ობიექტის არჩევით.


ვარიაციები


კარლ გუსტავ იუნგი- თვლიდა რომ ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსს არ შეეძლო ადეკვატურად აღეწერა ანალოგიური სტადია გოგოებში(ფროიდის აზრით ამ სტადიაში გოგოებს აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილება დედის მიმართ), ამასთან კავშირში 1913 წელს იუნგმა შემოიღო ახალი ტერმინი-"ელექტრას კომპლექსი", რომლის მიხედვითაც გოგონა მსგავსად აგამემნონის ქალისვილის ელექტრასი, განიცდის სექსუალურ ლტოლვას მამის მიმართ და მტრულ დამოკიდებულებას დედის.გარდა ამისა იუნგი ამას თვლიდა წარმოშობილს სიმბოლური მიდრეკილებიდან ცხოვრების საწყისთან დაბრუნებისა.


ერიხ ფრომი- ფროიდის დაკვირვებებს ოიდიპოსის კომპლექსის გამოვლინებაზე მიიჩნევდა სწორად, მაგრამ სთავაზობდა ამის უფრო ფართო გაგებას, რომლის მიხედვითაც მისი არსი არსი მდგომარეობდა იმაში რომ ინდივის სურდა დარჩენილიყო სამიდამოდ ბავშვად, ყოფილიყო მიჯაჭვული მის დამცველ ფიგურებზე(არა მარტო დედაზე), ამ მიჯაჭვულობას იგი არ განიხილავდა როგორც სექსუალურ ლტოლვას. ვაჟსა და მამას შორის კონფლიქტს კი იგი ხსნიდა საზოგადოების ავტორიტეტულ პატრიარქალური წყობით,რომლის ფარგლებშიც ვაჟი განიხილება მშობლის(მამის)საკუთრებად, და ამ კონფლიქტს ცოტა რამ აქვს საერთო სექსუალურ მეტოქეობასთან და წარმოადგენს ინდივიდის მიდრეკილებას დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფალი ნება.


მელანი კლაინი-თვლიდა რომ ოიდიპოსური გამოვლინებები იწყება უფრო ადრე ვიდრე ამას აღწერდა ფროიდი, კერძოდ კი მაში როდესაც ბავშვს წყვეტენ ძუძუს, ანუ 1-2 წლის ასაკში.შემდგომ მელანი კლაინის კვლევებში ოიდიპოსის კომპლექსი გახდა მეორეხარსხოვანი პირველ ადგილას კი გადმოინაცვლა "დეპრესიულმა პოზიციამ"


ოტო რანკი-გადახრილი იყო კლასიკური ფროიდიზმისგან,მისი აზრით ყველა ნერვოზის წარმოშობის საფუძველი იყო ე.წ. დაბადების ტრამვა და ინდივიდის სურვილი დედის მუცელში დაბრუნებისა,ასევე რანკის წარმოდგენა იყო ფრომის წარმოდგენის მსგავსი, იგი თვლიდა რომ შვილი მიდრეკილია მშობლის მიმართ, რომელიც ნაკლებად მოქმედებს მის ინდივიდუალიზმზე, ბიჭების შემთხვევაში როგორც წესი ეს დედაა, მამა ვაჟიშვილს თვლის საკუთარი ეგოს გაგრძელებად.


კარენ ჰორნი-მისი აზრით ოიდიპოსის კომპლექსი არ არის ნერვოზის პირველსაწყისი და იგი თუ ვითარდება, ვითარდება მხოლოდ ოჯახური სცენების გამო. იგი წერდა: " ოიდიპოსის კომპლექსი არ შეიძლება იყოს ნერვოზის პირველწყარო რადგან თვითონ არის ნერვოზი"


კრიტიკა


ჰოპოთეზის არამეცნიერული სტატუსი- სპეციალისტები მიუთითებენ რომ არ არსებობს რაიმე ემპირიული მონაცემები, რომლებიც დაამოწმებდნენ ოიდიპოსის კომპლექსს, უფრო მეტიც შეუძლებელია მეცნიერული მეთოდით ამის დამტკიცება.ის რაც ფროიდისა და მისი მიმდევრების მიერ წარმოჩენილია როგორც მტკიცებულება უნდა იყოს ობიექტურად განხილული და არა ფსიქოანალიტიკოსების მიერ ინტერპრეტირებულად. სკეპტიკოსების აზრით ოიდიპოსის კომპლექსი სრულად სუბიექტური მიდრეკილებაა, ისი მიუთითებენ იმაზეც რომ მისი საწყისი ფროიდის თვითანალიზია და არა ობიექტური დაკვირვება პაციენტებზე(ანუ უფრო გავრცელებული აზრის თანახმად ფროიდი იყო კომპლექსიანი შიზოფრენიკი რომელიც საუბრობდა თავის კომპლექსებზე და ყველა ტავისნაირი ეგონა).


ბავშვური სექსუალობის კრიტიკა


როგორც ცნობილია ტესტოსტერონი და პროგესტერონი, სქესობრივი ჰორმონებია რომლების მოქმედებენ ჰიპოთალამუსზე და და აღძრავენ ადამიანში სექსუალურ ლტოლვას, ბავშვის ორგანიზმი კი პუბერტატულ ასაკამდე მათ გამოიმუშავებს ძალიან მცირე რაოდენობით. ფროიდის მიმდევრების აზრით კი ინდივიდის სქესობრივი მომწიფება არ ხდება მხოლოდ გენიტალების მორფოლოგიური და ნეიროენდოკრინული სტრუქტურის ფორმირებით, მას უნდა ახლდეს თან შესაბამისი ფსიქოლოგიური სტრუქტურების ჩამოყალიბებაც. ასე ამგვარ კრიტიკას ფროიდის მიმდევრები არ აღიქვამენ სერიოზულად.


კიდევ ჟილ დელეზის აზრით ფსიქოანალიზი არ არის ეფექტური მეთოდი ფსიხოზის და შიზოფრენიის მკურნალობისა და ასევე სოციალური პროცესების ინტერპრირებისა. ოიდიპოსის კომპლექსი მხოლოდ თავშესაფარია ნევროტიკის მკურნალობის გზაზე და იგი ოიდიპოსის კომპლექს უპირისპირებს შიზოფრენიას.


 წყარო:  
ვიდეო-პროფესორ უარენ პროკლის მოკლე ლექცია ”ოიდიპოსის კომპლექსზე”



No comments:

Post a Comment